საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ გვეფიქრა ჩვენ იმაზე, ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს და ხვალ ვინ ვიქნებით. იქნებ გვეფიქრა ჩვენ იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია. ღვთის წყალობით მეფე გვმართავდა. დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია და სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში. ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი. მე იმედი მაქვს, რომ ქართველი ადამიანი გამონახავს გზებს მშვიდობისაკენ, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მშვიდობა და სიყვარული სუფევდეს მსოფლიოში.
tbl.ge/2dbt
დაკოპირდა
პატრიარქი ილია მეორე დღევანდელი ქადაგებისას.
ამავე თემაზე
- ილია II: ჭეშმარიტებისა და ზნეობის წინააღმდეგ ბრძოლამ ახალი სიმწვავე შეიძინა
- ილია II: სეკულარიზაციის მომხრეებმა წინ წამოწიეს მორალისაგან დაცლილი, ცრუ თავისუფლების იდეა
- ილია ll: ნანი ბრეგვაძე სცენის უჭკნობ მშვენებად მოგვევლინა, ეს დიდებული ქალბატონი
- ილია II: განკითხვა დამღუპველია, განკითხვა ღუპავს ადამიანს
- ილია II: კმაყოფილი ვარ ჩვენი მორწმუნე ხალხის