კონსტიტუციის პროექტი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დღევანდელ რიგგარეშე სხდომას ბოიკოტს უცხადებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს. დეპუტატმა რომან გოცირიძემ ბოიკოტის ერთ-ერთ მიზეზად საარჩევნო სისტემის შესახებ კონსტიტუციის პროექტში შეტანილი ცვლილებები დაასახელა.

"ჩვენ არ ვიცით რას ვიხილავთ, ერთადერთი ვიცით, რომ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები იქნება გაუქმებული. მთელი საკონსტიტუციო პროცესი მიმარტული იყო თურმე ერთადერთი მიზნისთვის, რომ პრეზიდენტის არცევანის უფლება ჩამოერთმიათ ხალხისთვის. ეს არის დემოკრატიული პროცესიდან უკან დახევა. ვხედავთ, რომ ხელისუფლება ცდილობს კონსტიტუციის მორგებას საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე", - ამბობს გოცირიძე.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ. სხდომას ბოიკოტს უცხადებს პატრიოტთა ალიანსიც.

კომენტარები