პაკელიანის საქმე

ირაკლი შოთაძე: რამდენადაც ვიცი, პაკელიანი დაზარალებულად არ არის ცნობილი

Nino Pakeliani/Fb.com

"რამდენადაც ვიცი არ არის დაზარალებულად ცნობილი, სავარაუდოდ, დაზარალებულად ცნობენ,"- ამბობს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე შოთა პაკელიანზე, რომელსაც სავარაუდოდ სამართალდამცავებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

შოთა პაკელიანი 2017 წლის 23 მარტს ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ შოთა პ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პაკელიანის ოჯახის წევრები სამართალდამცველებს დაკავებულის ცემასა და მისთვის ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებდნენ, შსს-ში კი ამბობდნენ, რომ პაკელიანი მიმალვის მცდელობისას წაიქცა და სახის, ხელისა და მუხლის არეში დაზიანებები მიიღო. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ეწერა, რომ დაკავებულმა ნარკოტიკის ნაწილი მიმალვის მცდელობისას გადაყლაპა და შეუძლოდ ამის გამო გახდა.

"ლიბერალმა" ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების შიდა კამერების მიერ გადაღებული ვიდეოკადრები გაავრცელა. მათი წყაროს განცხადებით, ვიდეოში ასახულია, რა გარემოებებში ხდება შოთა პაკელიანის ჩხრეკა, შემდეგ - მისი გაშიშვლება. ამის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

კომენტარები