მიხეილ თათარიშვილის საქმე

პრეზიდენტის შვილის მეგობარი გირაოთი გაათავისუფლეს

მიხეილ თათარიშვილი

პრეზიდენტის შვილის მეგობარი მიხეილ თათარიშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

თავად თათარიშვილს კომენტარი არ გაუკეთებია.

საქმის პროკურორი ვასილ სამხარაძე კი გამოუცხადებლობის გამო მოსამართლემ 300 ლარით დააჯარიმა.

თათარიშვილს 18 აბი სუბუტექსის შეძენა-შენახვა ედებოდა ბრალად. პრეზიდენტის შვილი ანა მარგველაშვილი პოლიციას ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებდა. მისი დაკავების გასაპროტესტებლად აქციებიც იმართებოდა.

კომენტარები