საქართველოში აშშ-ის საელჩოს ცნობით, ამერიკის ვიზეპრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოს ეწვევა.
"მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი საქართველოს ეწვევა! ვიცე-პრეზიდენტი შეხვდება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და სხვებს. ასევე, მოინახულებს ამერიკელ და ქართველ სამხედროებს, რომლებიც მონაწილეობენ "ღირსეული პარტნიორის" წვრთნებში", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პენსი 30 ივლისიდან - 2 აგვისტომდე პერიოდში ესტონეთს, საქართველოსა და მონტენეგროს ეწვევა.
მაიკ პენსის ვიზიტი