ადგილობრივი თვითმმართველობა

ხვალ ქართული ოცნება თბილისის მერობის კანდიდატს დაასახელებს

კახა კალაძე/Fb.com

ხვალ ქართული ოცნება პოლიტსაბჭოს გამართავს და თბილისის მერობის კანდიდატს ოფიციალურად დაასახელებს. მმართველი გუნდის კანდიდატად ვიცეპრემიერი კახა კალაძე განიხილება.

"თავიდანვე ვთქვით, რომ პოლიტსაბჭოს ჩატარების შემდეგ პრემიერმინისტრი გააკეთებს განცხადებას. კახი არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ძლიერი ფორვარდი. რა თქმა უნდა, მისი განხილვა ამ პოზიციაზე არის ძალიან რეალური. მას აქვს დიდი შანსები და მას აქვს დიდი შესაძლებლობები, რომ იყოს წარმატებული მერი", - თქვა უმრავლესობის დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ.

ქართული ოცნება არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვებას გეგმავს. დეპუტატ გია ვოლსკის თქმით, კალაძე "კარგი მეურნეა და მისი თვისებები სრულად შეესაბამება იმ ამოცანებს, რომელიც დედაქალაქის წინაშე დგას".

ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია, ხოლო ნაციონალური მოძრაობის - ზაალ უდუმაშვილია.

კომენტარები