მცოცავი ოკუპაცია

პრემიერი: 135 სოფელი დაკარგული გახლავთ არა მცოცავი ოკუპაციით, არამედ ოკუპაციით

135 სოფელი, როგორც ამას ცდილობს წარმოაჩინოს ოპოზიციის ნაწილი, დაკარგული გახლავთ არა მცოცავი ოკუპაციის შედეგად, არამედ ოკუპაციის შედეგად. ოკუპაცია გახლავთ ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ მიიღო, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ მძიმე მემკვიდრეობისგან ვათავისუფლოთ ჩვენი მომავალი თაობა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საუბრობს მცოცავ ოკუპაციაზე და ოპოზიციის ბრალდებაზე, რომ მთავრობა არაფერს აკეთებს ამის შესაჩერებლად

კომენტარები