რამდენიმე საათია, მეხანძრეები ფოთის ბაზრის ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. ბოლო მონაცემებით, ცეცხლი 70-მდე მაღაზიას მოედო. შემთხვევის ადგილზე 7 სახანძრო ჯგუფი მუშაობს. სამაშველო სამსახურმა დამატებითი ჯგუფები სხვა ქალაქებიდანაც გამოიძახა.
ხანძრის გაჩენის მიზეზი და ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.