საქართველოს პატრიოტთა ალიანსი

კობახიძე: პატრიოტთა ალიანსის რუსეთში ვიზიტს თავიდან ბოლომდე ვემიჯნებით

ეს არის პარტიული ვიზიტი. ბუნებრივია, ამ ვიზიტს ვერანაირი კავშირი ვერ ექნება პარლამენტთან და ეს ვიზიტი არის წინააღმდეგობაში მმართველი გუნდის მიერ და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გაცხადებულ ხაზთან. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ, თავიდან ბოლომდე ვემიჯნებით ამ ვიზიტს. ეს არის პარტიული ვიზიტი. ნებისმიერ პარტიას შეუძლია, თვითონ დაგეგმოს თავისი ვიზიტები. პარლამენტთან ამას ვერანაირი კავშირი ვერ ექნება. რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, ბუნებრივია ჩვენ, ასეთ ვიზიტებს ვემიჯნებით.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პატრიოტთა ალიანსის რუსეთში ვიზიტზე. ცნობისთვის, რუსეთთან "დიალოგის დაწყების" მიზნით, ადა მარშანია, გიორგი ლომია და ნატო ჩხეიძე დღეს რუსეთის ფედერაციის სათათბიროს დეპუტატებს ხვდებიან.

კომენტარები