პატრიოტთა ალიანსი

ადა მარშანიამ ქეთევან წამებულის სახელობის ოქროს მედალი მიიღო


ფოტო: facebook.com/ada.marshania.1

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატს ადა მარშანიას საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულომ ქეთევან წამებულის სახელობის ოქროს მედალი გადასცა, ამის შესახებ თავად მარშანია საკუთარ Facebook-ზე წერს. 

"მოულოდნელად მივიღე ძალიან ძვირფასი და საამაყო ჯილდო (არ ვიცი რამდენად დავიმსახურე) ქეთევან წამებულის ოქროს მედალი", - წერს მარშანია. 

ადა მარშანია საქართველოს პარლამენტის დეპუტატი იყო 1992-1995, 1995-1999 და 1999-2004 წლებში. 2016 წლის შემოდგომიდან ის პატრიოტთა ალიანსის სიით შევიდა საკანონმდებლო ორგანოში. 2011 წლიდან მას ირმა ინაშვილის მედია კავშირ ობიექტივში დევნილთა საკითხებზე მიჰყავს გადაცემა. 

კომენტარები