ავარია ტრაბზონთან

ტრაბზონთან მომხდარი ავარიისას დაშავებული საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

თურქეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილის გადმოსვენების პროცედურები დაწყებულია. 

ქართული ცეკვის ანსამბლი ტრაბზონის მახლობლად ავარიაში 16 ივლისს მოყვა. ავტობუსი, რომელსაც ბავშვთა ცეკვის ანსამბლი ლამპარი ბულგარეთში გასტროლზე მიჰყავდა, ამობრუნდა. ავარიის შედეგად 38 ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთ დაშავებულ მშობელს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა.

კომენტარები