25 ივლისს, ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონების ნაწილს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

ხვალ, 25 ივლისს, ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონების ნაწილს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება. ყაზტრანსგაზ-თბილისი მიზეზად ტექნიკურ სამუშაოებს ასახელებს.

კერძოდ, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეეზღუდება:

დიდუბის რაიონი - თევდორე მღვდლის ქუჩა №48, №48ა, აკაკი წერეთლის გამზირი №55, №55-1, №55-2, №55ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობასა და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდება აღდგება 18:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. 

ჩუღურეთის რაიონი - არაგვეთის, მანგლისის, სამშვილდოს, წყაროს, ხუდადოვის, ტყე-კულტურის ქუჩისა და შესახვევის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილსა და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. 

ყაზტრანსგაზის ინფორმაციით, გაზის მიწოდება 18:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

"კომპანია ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის”, - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები