ყაჩაღობა

ზუგდიდში vivus.ge-ის ოფისი დააყაჩაღეს

Getty Images

ზუგდიდის ცენტრში სწრაფი სესხის კომპანია vivus.ge-ის ოფისი დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი პირი შენობაში ცივი იარაღის მუქარით შეიჭრა და 3200 ლარი წაიღო.

როგორც შს სამინისტროში ტაბულას უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები