NDI-ის კვლევა

NDI: კეთილმოწყობასთან დაკავშირებით, უმეტესობას გზები და გარემოს დაბინძურება აწუხებს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, კეთილმოწყობასთან/ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, გამოკითხულთა უმეტესობას გზების პრობლემა (37%), გარემოს დაბინძურება (22%) და წყალმომარაგება (17%) აწუხებს.

NDI-ის კვლევაში მონაწილეებს ამ მიმართულებით ყველაზე ნაკლებად სკოლების კეთილმოწყობა (6%), პირობები საბავშვო ბაღებში (2%) და ელექტროენერგიით (1%) მომარაგება აწუხებთ.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო.

ცდომილების ზღვარია +/-2.2%.

კომენტარები