ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 2017 წლის ივნის-ივლისის ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს აქვეყნებს. კვლევის მიხედვით მოსახლოების 62% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს 38% კი დასაქმებულად. კითხვაზე თუ რა იყო გასულ თვეში თქვენი ოახის შემოსავალი 52% პასუხობს, რომ მისი ოჯახის შემოსავალი 500 ლარზე ნაკლები იყო.
NDI-ის კვლევის მიხედვით მოსახლოების შემოსავლები ასე გამოიყურება (კითხვა გასულ თვეში თქვენი ოჯახის ფულად შემოსავლებზე თუ ვისაუბრებთ ჩამოთვლილთაგან რომელ ჯგუფს მიეკუთვნება თქვენი ოჯახი შინამეურნეობა?)
- საერთოდ არ ჰქონია შემოსავალი 1%
- 180 ლარამდე შემოსავალი ჰქონდა - 11%
- 181-300 ლარამდე შემოსავალი - 18%
- 301-500 ლარამდე შემოსავალი - 22% (ჯამში 500 ლარამდე 52%)
- 501-800 ლარამდე შემოსავალი - 13%
- 801-1200 ლარამდე შემოსავალი 9%
- 1201-1600 ლარამდე შემოსავალი 3%
- 1600 ლარზე მეტი - 3%
- არ ვიცი/უარი პასუხზე - 20%
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო.
ცდომილების ზღვარია +/-2.2%.