ხანძარი

წაღვერში ტყე იწვის

წაღვერში ტყე იწვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ უკვე დამწვარია დაახლოებით 6 000 კვადრატული მეტრი. სააგენტოსვე ცნობით, შეტყობინების შესვლიდან მალევე ადგილზე 5 სახანძრო მანქანა მივიდა, თუმცა, მათი რაოდენობა იმატებს. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობითვე, მობილიზებულია დამატებითი ძალები, ცეცხლის ჩაქრობას ვერტმფრენითაც ცდილობენ.

კომენტარები