NDI-ის კვლევა

აბესაძე NDI-ზე: ევროპული საქართველოს ეკონომიკური პროგრამისადმი ნდობა საკმაოდ დიდია

droanews.ge

პარტია ევროპულ საქართველოში NDI-ის კვლევის შედეგსბ ეხმაურებიან. პარტიის წევრის ირაკლი აბესაძის თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ სოციალური პრობლემები ქვეყანაში კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება და რომ მოსახლეობა ევროპული საქართველოს ეკონომიკური პროგრამისადმი საკმაოდ დიდი ნდობა აქვს. 

"NDI – ს კვლევამ გვაჩვენა, რომ სოციალური პრობლემები, კვლავ რჩება მთავარ
გამოწვევად ქვეყანაში. სიღარიბე, უმუშევრობა, ეს ყველაზე მეტად აწუხებს
მოსახლეობას. ამ ფონზე კვლევა გვაჩვენებს,რომ ევროპული საქართველოს
ეკონომიკური პროგრამისადმი საკმაოდ დიდია ნდობა და მოსახლეობის ნაწილს სჯერა,
რომ ევროპული საქართველო შეძლებს ამ მწვავე სოციალური პრობლემის გადაჭრას . ამ
ფონზე ამომრჩევრლის თითქმის 50 % - ს გადაწყვეტილი არ აქვს თუ ვის დაუჭერს მხარს. შესაბამისად ჩვენი შემდგომი აქტიური მუშაობა, მიმართული იქნება იქითკენ , რომ
ჩვენი ეკონომიკური პროგრამა, ჩვენი ხედვა ადგილობრივი თვითმმართველობის
დონეზე მოვაგვაროთ, სოცილაური პრობლემები და სხვა პრობლემები რომელიც
დედაქალაქის მოსახლეობას და რაიონების მოსახლეობას აწუხებს და ეს მოგვცემს
დადებით შედეგს არჩევნებზე." - ამბობს აბესაძე.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) 2017 წლის ივნის-ივლისის ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილი დღეს გამოაქვეყნა. NDI-იმ დასვა კითხვა თუ რომელი პოლიტიკური პარტია შეძლებს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რისი შედეგებიც ასე გადანაწილდა:

ქართული ოცნება - 22%

ენმ 11%

ევროპული საქართველო - 7%

პატრიოტთა ალიანსი - 3%

სხვა პარტიები - 6% (ყველა პარტია რომელმაც 3%-ზე ნაკლები აიღო)

არცერთი - 22%

არ ვიცი - 26%

უარი პასუხზე - 2%

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა ამ კითხვაზე პასუხი თბილისის მიხედვითაც წარმოადგინა. დედაქალაქის მოსახლეობის აზრი იმასთან დაკავშირებით თუ რომელი პოლიტიკური პარტია გამოასწორებს ეკონომიკურ მდგომარეობას ასეთია:

ქართული ოცნება - 26%

ენმ 11%

ევროპული საქართველო - 9%

პატრიოტთა ალიანსი - 4%

სხვა პარტიები - 6% (ყველა პარტია რომელმაც 3%-ზე ნაკლები აიღო)

არცერთი - 24%

არ ვიცი - 19%

კომენტარები