პოლონელმა არქიტექტურის ფოტოგრაფმა საკუთარ instagram-ზე გამოაქვეყნა, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში გადაღებული ფოტოები. ფოტოებზე ჩანს, რომ რეგიონში იმ ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი რომელიც ომამდე არსებობდა დღემდე განადგურებული და ამორტიზებულია, ტურისტებისთვის საყვარელი ადგილები კი ცარიელია.
ფოტოებზე ჩანს, რომ თავად რეგიონიც ცარიელია, 1989 წელს აფხაზეთში 525 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, რაც რეგიონში ჩატარებული ქართველთა ეთნიკური წმენდის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა. რუსეთის მიერ 2011 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, რეგიონში სულ 240 ათასი მაცხოვრებელია. ფოტოებზე ჩანს, რომ აფხაზეთში კომუნისტური სიმბოლიკა დღემდე გვხდება.
67 ფოტო ოკუპირებული აფხაზეთიდან
რიწის ტბა
მდინარე ბზიფის ხეობა
რკინიგზის სადგური კელასური
რკინიგზის სადგური ფსირცხა
კინოთეატრი юбилейный, სამხედრო სანატორიუმის ტერიტორია