მაიკ პენსის ვიზიტი

პენსი: ტრამპმა ძალიან მარტივი მესიჯი გამომატანა - ჩვენ თქვენთან ერთად ვართ

მთავრობის ადმინიტრაცია

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა ჟურნალისტებთან. პენსმა აშშ-ის პრეზიდენტის მოკითხვა გადასცა ქართველ ხალხს მისი მესიჯი გაახმოვანა. ვიცეპრეზიდენტმა პრემიერმინისტრს მასპინძლობისათვის მადლობა გადაუხადა. 

"მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩემი და ჩემი მეუღლის გულთბილი მიღებისათის თქვენს მშვენიერ ქვეყანაში. გადმოგცემთ მოკითხვას შეერთებული შტატების პრეზიდენტისაგან, რომელმაც თქვენთან, თქვენს მთავრობასთან და მამაც ქართველ ხალხთან. ძალიან მარტივი მესიჯი გამომატანა - ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, თქვენს გვერდით ვართ, თქვენი თავისუფლებისა და ერთობლივი ღირებულებებისთვის. განსაკუთრებით მადლიერი ვარ იმ შეხვედრებისათის, რომლებიც ხვალისთვის არი დაგეგმილი შეხვედრა ქართულ და ამერიკულ შეიარაღებულ ძალებთან, რომლებიც ერთად მუშაობენ და ერთობლივ ოპერაციებს აწარმოებენ. დღევანდელი საღამო მეგობრობის საღამოა. ქართული სუფრა მართლაც ისეთი მომხიბვლელია, როგორიც მითხრეს რომ იქნებოდა. მადლობელი ვარ სტუმართმოყვარეობის გამო. მე და ჩემი ცოლი მადლიერები ვართ იმ შესაძლებლობის გამო, რომ მოგვეცა საშუალება შესანიშნავი ქართული სამზარეულო დაგვეგემოვნებინა. საჭმელი, სიმღერა, ცეკვა, რაც ვნახეთ ყველაფერი შესანიშნავია. ქართველმა ხალხმა საუკუნეების განმავლობაში დაამტკიცა საკუთარი სიმამაცე, დამოუკიდებლობისადმი სიყვარული. ეს არის ხალხი, რომელიც იცავს იმაც, რისიც სწამს, დამოუკიდებლობის სულისკვეთება ქართველებსა და ამერიკელებს ერთნაირი აქვთ." - განაცხადა მაიკ პენსმა. [რუსთავი 2-ის თარგმანი]

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში დრე ჩამოვიდა. ვიზიტი ხვალ 1 აგვისტოს დასრულდება. 

 

კომენტარები