ვენესუელა

აშშ ვენესუელას ოპოზიციის ლიდერების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

cnbc.com

თეთრი სახლის პრესსამსახურის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელას ხელისუფლებას ოპოზიციის ლიდერების, ლეოპოლდო ლოპესისა და ანტონიო ლედესმას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

"აშშ გმობს პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დიქტატურის ქმედებებს. ლოპესი და ლედესმა პოლიტიკური პატიმრები არიან, რომლებსაც არაკანონიერად დააკავა ვენესუელას რეჟიმმა. ჩვენ კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას, ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ და უპირობოდ იქნას გათავისუფლებული", - წერია განცხადებაში.

ვენესუელაში ოპოზიციის ლიდერები გუშინ, შინაპატიმრობის პირობების დარღვევისა და გაქცევის მომზადების გამო ციხეში გადაიყვანეს. 2014 წელს, ლოპესსა და ლადესს შინაპატიმრობა აქციების დროს აქტივისტების წაქეზების ბრალდებით მიუსაჯეს, რასაც სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის მოხდა.

კომენტარები