ავღანეთში მომხდარი თავდასხმისას დაღუპულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეს, მდინარი ბებიაშვილს ხვალ, 10 აგვისტოს დაკრძალავენ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამოქალაქო პანაშვიდი ზესტაფონში, ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში 10:00 საათიდან დაიწყება (მისამართი: რუსთაველის ქ. N1; ქალაქის ცენტრი, გამგეობის
მოპირდაპირე მხარე). ცხედარს ეკლესიიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ.
დაღუპულ ჯარისკაცს ზესტაფონის რაიონის სოფელ მარტოთუბანში დაკრძალავენ.
II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი 3 აგვისტოს, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმისას დაიღუპა.