Instagram ერთერთია იმ სოციალურ ქსელებს შორის, რომლის მეშვეობითაც ცნობილი ადამიანები და კომპანიები არც თუ ისე ცოტა ფულს შოულობენ. ქვემოთ მოცემულია სელებრითების სია, რომლებიც Instagram-ზე დადებულ თითო სარეკლამო პოსტში ასობით ათას დოლარს იღებენ.
10. ლებრონ ჯეიმსი - კალათბურთელს 32 მილიონამდე ფოლოვერი ჰყავს და თითო პოსტში $120,000-ს იღებს
9. ჯიჯი ჰადიდი - მოდელი, რომელსაც Instagram-ზე 35 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს, თითო პოსტით $120,000-ს შოულობს.
8. კარა დელევინი - მოდელი 40.4 მილიონიანი ფოლოუერით თითო პოსტში $150,000-ს გამოიმუშავებს.
7. კორტნი კარდაშიანი - სატელევიზიო სახე და მოდელი, რომელსაც თითქმის 60 მილიონი მიმდევარი ჰყავს, თითო პოსტით $250,000-ს აკეთებს.
6. ქლოი კარდაშიანი - კარდაშიანების ოჯახის კიდევ ერთ წევრს 68.5 მილიონი ფოლოვერი ჰყავს და პოსტში $250,000-ს უხდიან.
5. კენდალ ჯენერი - 82.4 მილიონი მიმდევარის მქონე მოდელის ერთი პოსტი $370,000 ღირს.
4. კაილი ჯენერი - რეალითი შოუს ვარსკვლავს 96 მილიონი ფოლოვერი ჰყავს, მისი ერთი პოსტი კი ბრენდებსა და კომპანიებს $400,000 უჯდებათ.
3. კრიშტიანუ რონალდუ - მადრიდის რეალის პორტუგალიელ ვარსკვლავს Instagram-ზე 108 მილიონი მიმდევარი ჰყავს და თითო სარეკლამო პოსტში $400,000-ს გამოიმუშავებს.
2. კიმ კარდაშიანი - კიმს 102 მილიონი ფოლოვერი ჰყავს და ერთი პოსტით $500,000-ს შოულობს.
1. სელენა გომესი - მომღერალი და მსახიობი 124 მილიონი მიმდევრითა და თითო პოსტში აღებული $550,000-ით, ამ საპატიო სიის პირველ ადგილს იკავებს.
*მასალა მომზადებულია Hopper HQ-ს მონაცემების მიხედვით