უესტმინსტერის სასახლე

ბიგ-ბენი სარემონტო სამუშაოების გამო 4 წლით გაჩერდება

PA

ლონდონში, უესტმინსტერის სასახლის ცნობილი საათი ბიგ-ბენი 21 აგვისტოს ბოლოჯერ დარეკავს, რის შემდეგად საათის კოშკს 4 წლით სარემონტო სამუშაოების გამო დაკეტავენ.

ბრიტანეთის პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, 2021 წლამდე ბიგ-ბენი, იშვიათი გამონაკლების გარდა, არ იმუშავებს.

საათის მთავარი მცველის სტივ ჯაგზის თქმით, სარემონტო სამუშაოების შედეგად მოხდება ბიგ-ბენის და ელისაბედ პირველის კოშკის რეკონსტრუქცია.

ბიგ-ბენი, რომელიც 13,7 ტონას იწონის ყოველ საათში ერთხელ რეკავს. საათი ბოლო 157 წელი თითქმის შეუჩერებლად მუშაობდა. ის ბოლოს პროფილაქტიკისთვის 2007 წელს დაკეტეს, რემონტი კი უკანასკნელად 1983-85 წლებში ჩაუტარდა.

ბეგ-ბენის სარემონტო სამუშაოები, სავარაუდოდ, 29 მილიონი ფუნრი დაჯდება.

კომენტარები