ნიგერიაში ქალაქ მაიდუგურუში ბაზრობასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა, 80-ზე მეტი კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების უკან 3 თვითმკვლელი ტერორისტი ქალი იდგა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუდებას არ აუღია, თუმცა ნიგერიაში ტერაქტების უკან ხშირად დაჯგუფება ბოკო ჰარამი დგას, რომელიც რეგიონში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენელია.