ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმის დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირი მზად არის სრული მხარდაჭერა გაუწიოს ესპანეთს ტერორიზმთან ბრძოლაში.
"მთელი ევროპა ბარსელონასთანაა. ფიქრებით დაღუპულებთან და დაშავებულებთან ვართ"- წერს ტუსკი.
ტერაქტი დაგმო NATO-ს გენერალურმა მდივანმაც. იენს სტოლტენბერგის თქმით, ტერორიზმის წინააღმდეგ ყველა ერთიანია.
"ვგმობ საშინელ თავდასხმას ბარსელონაში. ჩემი ფიქრებით დაშავებულებთან ვარ. ტერორიმთან ბრძოლაში ჩვენ ერთიანი ვართ"- წერს სტოლტენბერგი.
ბარსელონას ცენტრში სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში შევარდა, შემდეგ კი ორი შეიარაღებული პირი ახლომდებარე რესტორანში შეიჭრა.
კატალონიის შს მინისტრის თქმით, ტერაქტის შედეგად დაღუპულია 13 ადამიანი, 50-ზე მეტი კი დაშავებულია.