მზის სრული დაბნელება საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, რომელიც სულ რამდენიმე წუთს გრძელდება.
აშშ ერთადერთი ქვეყანაა, საიდანაც მზის სრულად დაბნელდება ჩანდა. მოვლენის სანახავად, ქვეყანაში უამრავი ტურისტი ჩავიდა. სხვადასხვა გეოგრაფიული ლოკაციისთვის, ეს მოვლენა სამ საუკუნეში ერთხელ ხდება.
მზის სრული დაბნელებას ხილვა აშშ-ის 12 შტატიდან იყო შესაძლებელი - ორეგონის შტატიდან სამხრეთ კაროლინის შტატამდე, 113 კმ სიგანის ზოლში, თუმცა ნაწილობრივი დაბნელება აშშ-ის მთელი ტერიტორიიდან ჩანდა.