გარემოს დაცვა: ქარის გამო, დუშეთში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გაძნელებულია

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ქარის გამო, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თვალივის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გაძნელებულია. ადგილზე მუშაობს სატყეო სააგენტოს 50 თანამშრომელი და 12 მეხანძრე-მაშველი.

ხანძარი დუშეთში გუშინ გაჩნდა. ცეცხლი ხმელ ფოთოლსა და ბალახს მოედო, ნაწილობრივ ხე-მცენარეებზეც გადავიდა.

"ღამითვე მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება, დამწვარია დაახლოებით 4 ჰექტრამდე ფართობი. სალიკვიდაციო სამუშაოებში კერძო კომპანიის ვერტმფრენი ჩაერთო. ასევე, სამაშველო სამსახურთან ერთად, ჩართულები არიან მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის 45 თანამშრომელი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, ადგილობრივი გამგეობისა და პოლიციის თანამშრომლები.

ძლიერი ქარის გამო ხანძრის სრული სალიკვიდაციო სამუშაოები გაძნელებულია" - აცხადებს გარემოს დაცვის სამინისტრო.

კომენტარები