საგანგებო შტაბი: ბორჯომში ყველა რთული კერა ლოკალიზებულია

Giorgi Kvirikashvili/fb.com

საგანგებო შტაბის ცნობით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის ყველა რთული კერა ლოკალიზებულია. სტიქიის ზონაში მთელი ღამის მანძილზე გაგრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

"დღის განმავლობაში მუშაობდა ავიაცია და ყველა რთული კერა ლოკალიზებულია. მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყო როგორც ცოცხალი ძალა, ისე მძიმე ტექნიკა. გაჭრილია ხანძრის კერებთან მისასვლელი გზები, საერთო ჯამში 12 კილომეტრი. სწორედ ამ გზების მეშვეობით უახლოვდება ცეცხლის კერებს მძიმე ტექნიკა. ხანძრის ძირითადი მონაკვეთები სპეციალურ თხრილების რკალშია მოქცეული, რაც გავრცელების რისკს მინიმუმამდე ავრცელებს. კვლავ აქტიურია, ის ადგილები, სადაც ცეცხლი ქარის შედეგად ხელახლა გაჩნდა" - ნათქვამია საგანგებო შტაბის განცხადებაში.

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობას ხუთი დღეა, ცდილობენ. დამწვარი ტერიტორიის ფართობი მინიმუმ 15 ჰექტარია. 

კომენტარები