ჰომოფობია

ბერიანიძე: სასამართლომ დამნაშავედ გვცნო და 300 ლარიანი ჯარიმა გამოგვიწერა!

ტაბულა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ თანასწორობის მოძრაობის წარმომადგენლების ლევან ბერიანიძის და თორნიკე კუსიანის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. ბრალდებულები ადმინსიტრაციულ სამართალდამრღვევად ცნეს და 300 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს. ისინი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. 

ბერიანიძეს და კუსიანს ბათუმში ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ და იძალადეს. ისინი ყვებიან, რომ პოლიცია მათ ჯერ არ დაეხმარა, შემდეგ ისინი დააკავა თავდამსხმელების ნაცვლად და მათზე დამატებით იძალადა განყოფილებაში. 

მათ წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

კომენტარები