ინდოეთში ორმა ექიმმა მშობიარობის მიმდინარეობისას ერთმანეთთან იჩხუბა. ვიდეო საავადმყოფოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჩუმად გადაიღო და შემდეგ გაავრცელა.
ოპერაცია უმაიდის საავადმყოფოში, ქალაქ რაჯასტანში მიმდინარეობდა. როგორც საავადმყოფოს თანამშრომელმა BBC-ს უთხრა ქალი და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ.
ექიმები ვიდეოს გავრცელების შემდეგ გაათავისუფლეს. საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ მომხდარი ფაქტის გამოძიება დაიწყო, საქმეში რაჯასტანის უმაღლესი სასამართლოც ჩაერთო.