ყალბი ფულის გასაღება

საგამოძიებო სამსახური: ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დავაკავეთ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. 

"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა, ქალაქ ზესტაფონში არსებულ სავალუტო ჯიხურში, ვალუტის გადაცვლისას ყალბი ფულის - 2 ცალი 500 ევროიანი ყალბი კუპიურის გასაღება მოახდინა", - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები