ალექსეი ნავალნი

ალექსეი ნავალნის შტაბის წევრი ექსტრემიზმის ბრალდებით დააკავეს

ალექსეი ნავალნი
thetimes.co.uk

ნოვოჩებოკსარსკის სასამართლომ ალექსეი ნავალნის შტაბის მოხალისეს, ალექსეი მირონოვს პატიმრობა შეუფარდა. მირონოვი კოლონიაში ორ წელიწადს და სამ თვეს გაატარებს. მას ბრალად ექსტრემიზმისაკენ საჯარო მოწოდება და სიძულვილის გაღვივება ედება.

მირონოვმა 2016 წელს თავის გვერდზე გამოაქვეყნა სურათი წარწერით „მე ოფიციალურად მოვუწოდებ ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლისაკენ“. სიძულვილის გაღვივების ბრალდება უკავშირდება მის სხვა პოსტს მუსლიმებთან დაკავშირებით.

მირონოვი 2016 წელს დააჯარიმეს ნაცისტური ატრიბუტების დემონსტრირებისთვის, რადგან მან გააზიარა სურათი, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შედარებულია ადოლფ ჰიტლერთან.

კომენტარები