#საზოგადოება #კულტურა #ცხოვრება

იან ვენერი ჟურნალ Rolling Stone-ის აქციათა საკონტროლო პაკეტს ყიდის

Getty Images

იან ვენერმა ჟურნალი 21 წლის ასაკში სან-ფრანცისკოში დააარსა და არსებობის 50 წლისთავზე აქციათა საკნტროლო პაკეტის გაყიდვის შესახებ მედიასა და საზოგადოებას აცნობა.

1967 წლიდან მოყოლებული Rolling Stone მუსიკისა და კულტურის შესახებ წერდა და არა ერთი დასამახსოვრებელი გარეკანი და სტატია შექმნა. New-York Times ჟურნალს სუბკულტურების ბიბლიადაც კი მოიხსენიებს.

ერთი წლის წინ იან ვენერმა Rolling Stone-ის აქციათა 49% სინგაპურში მდებარე მუსიკალურ კომპანიას მიყიდა. ერთი წლის შემდეგ კი, საკონტროლო პაკეტის გაყიდვაც გადაწყვიტა და გადაწყვეტილება ჟურნალისთვის უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობით ახსნა.

Rolling Stone-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის, იან ვენერის შვილის, გას ვენერის განცხადებით, ჟურნალი უნიკალური და კონკურენტუნარიანი ბრენდია უდიდესი შესაძლებლობებით.

Rolling Stone-ს, ყოველთვიურად, 60 მილიონი ადამიანი კითხულობს, თუმცა ბოლო პერიოდში ჟურნალმა სანდოობა დაკარგა. მიზეზი კი Rolling Stone-ის მიერ გავრცელებული გადაუმოწმებელი ინფორმაციები გახდა.

მაგალითად, 2014 წელს, ჟურნალს ვირჯინიის უნივერსიტეტში ჯგუფური გაუპატიურების შესახებ დაწერილი სტატიის გამო სასამართლოში უჩივლეს და გამამტყუენებელი განაჩენით 1,65 მილიონი ამერიკული დოლარი გადაახდევინეს.

კომენტარები