თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენლებმა ფაკულტეტის პირველკურსელებთან შეხვედრა გამართეს, სადაც მათ სტუდენტებს სიტყვით მიმართეს და უნივერსიტეტში ჩაბარება მიულოცეს.
ერთერთი სიტყვით გამომსვლელი თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე და ასოცირებული პროფესორი თამარ ზარანდიაც იყო, რომელმაც სტუდენტებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:
"თუკი რომელიმე თქვენი მეგობარი ოდესმე გეტყვით, რომ მისი უნივერსიტეტი თქვენსას სჯობია, ნურაფერს ნუ ეტყვით უბრალოდ ამოიღეთ ხუთლარიანი და აჩვენეთ".
5-ლარიან კუპიურაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელი ივანე ჯავახიშვილია გამოსახული, მეორე მხარეს კი თსუ.