ცისანა ტატიშვილი

საოპერო მომღერალი ცისანა ტატიშვილი გარდაიცვალა

ქართველი საოპერო მომღერალი ცისანა ტატიშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ცისანა ტატიშვილი სხვადასხვა დროს გამოდიოდა მოსკოვის დიდი თეატრის, პეტერბურგის მარიას თეატრის, ბერლინის კომიშე ოპერისა და დოიჩე ოპერის სცენებზე. ასევე, მღეროდა ერევნის, ბაქოს, ვილნიუსის, რიგის, კიშინოვის, კიევის, ოდესის, მინსკის, სოფიის, ბუდაპეშტის, ვარშავის, ბონის, კიოლნის, მიუნჰენის, ბაზელის, ათენის, ლისაბონის, ლონდონის, პრაღის სახელმწიფო ოპერის, ვენის თეატრების სცენებზე.

მას სხვადასხვა დროს მიღებული ჰქონდა სსრკ სახალხო არტისტის, საქართველოს სახალხო არტისტის, საქართველოს დამსახურებული არტისტის და თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. ასევე, ცისანა ტატიშვილს გადაეცა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, ღირსების ორდენი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია, ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის პრემია, ალბერტ შვეიცერის ოქროს მედალი.

ცისანა ტატიშვილს 2010 წელს ოპერის თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.

კომენტარები