პატრიოტთა ალიანსმა დღეს ბათუმში, ევროპის მოედანზე აქცია გამართა. პარტია აქციების ციკლს რუსეთთან დიალოგის დაწყების მოთხოვნით მართავს.
ბათუმელების ცნობით, პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა აქციაზე მოქალაქეების სიმცირეს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ხალხმა ყველაფრის იმედი დაკარგა.
"სად არიან ბათუმელები? სად არიან? ამ ბათუმელებმაც დაინახეს, რომ რაც არ უნდა იბრძოლონ, მაინც თურქეთის იქნება აქაურობა. აი, ეს არის ტრაგედია და ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს იმდენ ხალხს ვერ ვხედავ, რამდენიც მინდა," - თქვა თარხან-მოურავმა.
პრორუსული მოძრაობები საქართველოში