ხანძარი

ბორჯომის ხეობაში ტყის ხანძრის ჩაქრობას ხუთი ვერტმფრენი ცდილობს

შსს

ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერის მახლობლად, ტყის ხანძრის ჩაქრობას ხუთი ვერტმფრენი ცდილობს. აქედან, ორი საქართველოსია, ერთი აზერბაიჯანის და ორი - თურქეთის. 

შსს-ს ცნობით, გუშინ ცოცხალ ძალასთან და მძიმე ტექნიკასთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა 3 საჰაერო ტექნიკა. თურქეთიდან გამოგზავნილი „მი-8“ ტიპის ორი ვერტმფრენი ხანძრის ქრობის სამუშაოებს დღეს შეუერთდა.

ბორჯომის ხეობაში ხანძარი 22 სექტემბერს გაჩნდა. ცეცხლი არანახანძრალ ადგილს უკიდია.

კომენტარები