არცევნები 2017

ქართული ოცნება ოფისს ბიძინა ივანიშვილის კომპანიისგან თვეში 36 ათას ლარად ქირაობს

ადგილობრივი თვითმმარელობის არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება. წინასაარჩევნოდ ყველაზე მეტ თანხას ქართული ოცნება ხარჯავს. ოცნებამ მხოლოდ 22 აგვისტო 11 სექტემბრის მონაკვეთში 3 მილიონი ლარის შემოწირულობა მიიღო და 1.8 მილიონი ლარის ხარჯი გასწია. 

ქართული ოცნების მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გაგზავნილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პარტია თბილისში, ერეკლე მეორის მოედანზე მდებარე ოფისს თვეში 36 237 ლარად ქირაობს. ფართი კომპანია "ახალ კაპიტალს" ეკუთვნის, რომლის 100%-იან წილსაც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული პანამური ოფშორი LIMESTONE FINANCE INTERNATIONAL S.A. ფლობს.

ოცნების მიერ შედგენილ საფინანსო დოკუმენტში წერია, რომ არსებული კონტრაქტი 5 თვეზე არის გაფორმებული, ეს კი ნიშნავს, რომ ივანიშვილის პანამური ოფშორი აღნიშნულ პერიოდში 181 185 ლარის შემოსავალს მიიღებს.

კომენტარები