ავღნეთში, მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში, მორიგი როტაცია იწყება

თავდაცვის სამინისტრო

ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობის მისაღებად III ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონი ემზადება. ქვედანაყოფი II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონს ჩაანაცვლებს. ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება. ქვედანაყოფი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში 6 თვის განმავლობაში შეასრულებს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, III ქვეითი ბრიგადა და 31-ე ქვეითი ბატალიონი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მეოთხე როტაციას ახორციელებს. ავღანეთში გამგზავრებამდე სამხედრო მოსამსახურეებმა გადასროლისწინა მომზადება და შესაბამისი წვრთნები ჯერ საქართველოში, შემდეგ კი გერმანიაში, ბაზა „ჰოჰენფელსზე“ გაიარეს. 

ჯარისკაცების გაცილების ცერემონია ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. მასში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და საქართველოში აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ მიიღეს. იან კელიმ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმი ხაზგასმით აღნიშნა და საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

კომენტარები