პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, არსებობის მანძილზე პირველი შოუ გამართა კოსმეტიკურმა კომპანიამ L'oreal-მა. შოუში გარდა მოდელებისა, კინოს ორმა ვარსკვლავმა - 79 წლის ჯეინ ფონდამ და 72 წლის ჰელენ მირენმა მიიღეს მონაწილეობა.
ჯეინ ფონდა პოდიუმზე, მსგავსად დოუცენ კრუზისა და ბარბარა პალვინისა, ბალმანის კაბაში ჩაცმული გამოჩნდა.
ჯეინ ფონდა 2014 წლიდან L'oreal-ის საერთაშორისო ელჩია.