ფოტოგრაფი მარკ ლაიტა საკუთარი წიგნისთვის გველებს ფოტოებს უღებდა. წიგნი აერთიანებს გველის სხვადასხვა სახეობის ფოტოებს შავ ფონზე.
ერთ-ერთი გველი შავი მამბა იყო, აგრესიული და შხამიანი ქვეწარმავალი. მიუხედავად უსაფრთხოების ნორმების დაცვისა, მას შემდეგ რაც ფოტოგრაფი მამბას კაუჭით შეეხო, გველმა მას ფეხზე უკბინა. შავი მამბას კბენის შემდეგ მყისიერი მკურნალობის გარეშე გადარჩენის შანსი მცირეა, მიუხედავად ამისა ლაიტა ფოტოსესიის დასრულებამდე საავადმყოფოში არ წასულა.
საბოლოოდ, საავადმყოფოში მისულ ლაიტას უთხრეს, რომ მის ორგანიზმში შხამი არ იყო, რადგან გველმა მას "მშრალად" უკბინა.