ცენტრალური ამერიკა

ტროპიკულმა შტორმმა ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში 22 ადამიანის სიცოცხლე იმსვერპლა

Reuters

ტროპიკულმა შტორმმა ნეითმა ჰონდურასში, ნიკარაგუასა და კოსტა რიკაზე სულ მცირე 22 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 20 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.

შტორმმა ქვეყნებში ძლეირი წვიმები, მეწყერი და წყალდიდობები გამოიწვია და მექსიკისა და ამერიკის შეერთებული შტატებისკენ მიემართება.

კოსტა რიკაზე 400 000 ადამიანი სასმელი წყლის, ათასობით ოჯახი კი საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი. დანგრეულია გზები და ხიდებიც.

გაფრთხილებები მოსალოდნელი შტორმის შესახებ უკვე დაეგზავნათ ფლორიდისა და ტეხასის შტატებს. 

კომენტარები