დღეს წალკაში საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალი გაძარცვეს. მომხდარი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მალევე გახსნა, საქმეზე დაკავებულია ერთი პირი.
შსს-ში სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლითაა დაწყებული გამოძიება, რაც ძარცვას გულისხმობს. აღნიშნული მუხლისთვის სასჯელი სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობაა.
ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით, დაკავებული დაცვის პოლიციის თანამშრომელი იყო.
ნაძარცვი თანხის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.