განზრახ მკვლელობა

ოზურგეთის სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ოზერგეთის რაიონული სასამართლო

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ ამ გადაყწვტილებით ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა. 

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში მცხოვრებ გ.ვ.-ს კონფლიქტი ჰქონდა ამავე სოფელში მცხოვრებ ზ.გ.-სთან. 2017 წლის 12 მაისს, დაახლოებით 23:00საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ.ვ. სტუმრად იმყოფებოდა მეზობელთან, სადაც ზ.გ.-ც მივიდა, რაზეც გ.ვ. განაწყენდა, ზ.გ გარეთ გაიხმო, ავტომანქანიდან ამოიღო სანადირო თოფი და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ზ.გ-ს დამიზნებით ესროლა გულმკერდის არეში, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანების შედეგად ზ.გ ადგილზე გარდაიცვალა."- წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სამართალდამცველებმა გ.ვ. 2017 წლის 13 მაისს ქალაქ ოზურგეთში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, განზრახ მკვლელობას ედავებოდა. 

 

კომენტარები