ოჯახში ძალადობა

სასამართლომ ცოლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

ქალთა მიმართ ძალადობა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლის მიმართ ძალადობაში, მუქარასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, დადასტურდა, რომ 2017 წლის 25 იანვარს, ღამის საათებში, დ.გ-მ თბილისში, სახლში ცოლს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

"ქ.ტ.-მ ფიზიკური ტკივილი განიცადა და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა" - აცხადებს პროკურატურა და აღნიშნავს, რომ სამართალდამცველებმა დ.გ. 2017 წლის 5 თებერვალს დააკავეს. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.გ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები