დღესაც გრძელდება მათი [რუსეთის] აგრესიული პოლიტიკა, რომელიც აისახება ისეთ პროცესებში, როგორიცაა ოკუპირებული ტერიტორიების შთანთქმა, რუსეთის სამხედრო უსაფრთხოების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სივრცეებში. ე.წ. ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებების მეშვეობით, უკანონო რეფერენდუმებითთუ სხვადასხვა პროგრამებით. განგრძობითი მილიტარიზაცია, რომელიც გამოხატულია დამატებითი სამხედრო ძალების მობილიზებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ათეულობით გამართული სამხედრო წვრთნით, მხოლოდ 2017 წლის განმავლობაში. მაქსიმალური იზოლაცია ოკუპირებული ტერიტორიებისა, გამოხატული როგორც ე.წ. გადასასვლელების დაკეტვაში, ასევე მავთულხლართების და არხების მშენებლობაში საქართველოს ტერიტორიაზე. ეთნიკური დისკრიმინაცია და წმენდა, ასევე ქართული სოფლების და დასახლებული პუნქტების კვალის სრული წაშლით.
tbl.ge/2jzf
დაკოპირდა
საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე, სიტყვით გამოსვლისას.