ვითარება საავტომობილო გზებზე

გზების დეპარტამენტი: მაღალმთიან რეგიონში წასვლისას ზამთრის საბურავები გამოიყენეთ

გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მაღალმთიან რეგიონებში მიმავალ მძღოლებს, მათ შორის სატრანზიტო ავტოტრანსპორტის მფლობელებს, მოუწოდებს მეტი უსაფრთხოებისათვის ზამთრის საბურავები გამოიყნონ.

უწყების ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით ამინდის გაუარესება, მაღალმთიან რეგიონებში კი თოვაა მოსალოდნელი.

"მაღალმთიან რეგიონში მობილიზებულია საჭირო მძიმე ტექნიკა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ავტოტრანსპორტის განვლადობის შენარჩუნების მიზნით, ოპერატიულად გაწმენდს გზას. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოგიწოდებთ, იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

კომენტარები