ოქტომბრის დასაწყისში ოქრუაშვილი დამიკავშირდა და მითხრა, რომ მის კლასელებს, ნახალოვკელებს, ნაძალადევის მაცხოვრებლებს სურდათ ჩემი პირადად გაცნობა. მითხრა, რომ დაახლოებით 30 ადამიანია, ვუთხარი, კი ბატონო, ოღონდ ცოტა დრო მაქვს და ნახევარი საათით მოვალთქო. მივედი, შევხვდი ამ ადამიანებს საჯარო სივრცეში. კონსპირაციული შეხვედრა რომ მდომოდა, სადმე ისე დავიმალებოდი, ვერ გაიგებდნენ. მეორე დღეს ოქრუაშვილმა facebook-ზე დაწერა, რომ ჩემი კლასელები და მე შევხვდით ელისაშვილს, გავიცანით და რა კარგი კაცი ყოფილაო სუს-ის რესურსი რაში ცდება, წარმოიდგინეთ, ვიღაც ღილზე მიმაგრებულკამერიანი ტიპი იდგა იქ მაყალთან. შევხვდი საჯაროდ, იმიტომ, რომ დასამალი არაფერი მაქვს - არანაირ პოლიტიკურ გეგმებზე არ ყოფილა ლაპარაკი, ამომრჩევლებთან როგორი შეხვედრებიც მაქვს, ისე შევხვდი. ალბათ ყველა ხედავს, როგორი გაშმაგებული ბინძური კამპანიაა ჩემს წინააღმდეგ. ჩემს კამპანიას შეხედეთ, რამე ეტყობა ოქრუაშვილის ან ვინმეს დაფინანსებულის? აუდიტის სამსახურმა კარგად იცის, რას მირიცხავს ხალხი - 2 ლარს, 5ლარს და 10 ლარს.
tbl.ge/2kay
დაკოპირდა
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის და ირაკლი ოქრუაშვილის რესტორანში შეხვედრის ამსახველი კადრები სააგენტო პრაიმთაიმმა გაავრცელა.
ამავე თემაზე
- 6 ქალაქიდან, სადაც მეორე ტური გაიმართა, 5-ის მერი ქართული ოცნების კანდიდატი გახდა
- ოზურგეთის მერი დამოუკიდებელი კანდიდატი კოტე შარაშენიძე გახდა
- ქართული ოცნება ოზურგეთში გადამწყვეტი უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს
- ხაშურის მერი ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი გახდა
- ოზურგეთი: სიორიძე - 50.52%, შარაშენიძე - 49,48%