საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ბრიტანელმა ჟურნალისტმა ქალაქის ქუჩების თავის საარჩევნო პლაკატებისგან გაწმენდა დაიწყო. ამის ამსახველი ფოტო მან თავის ფეისბუქზე დადო.
ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი კენჭს საბურთალოზე, #03,05 მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა. ცესკოს მონაცემებით, მან ხმების 14,04% მიიღო.