კატალონია

კატალონიის გადაყენებული ლიდერი ხალხს "დემოკრატიული წინააღმდეგობისკენ" მოუწოდებს

კატალონია

კატალონიის გადაყენებული პრეზიდენტი კარლოს პუჩემონტი კატალონიელებს მშვიდობიანი, "დემოკრატიული წინააღმდეგობისკენ" მოუწოდებს - მას შემდეგ, რაც ესპანეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ კატალონიას ავტონომიის სტატუსი დროებით შეუჩერა, მთავრობა გადააყენა და რეგიონზე პირდაპირი კონტროლი გამოაცხადა.

პუჩემონტმა, დღეს, 28 ოქტომბერს, ხალხს ტელევიზიით მიმართა და განაცხადა, რომ ესპანეთის გადაწყვეტილება ხალხის ნებას ეწინააღმდეგება. დათხოვილი პრეზიდენტი ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებას "მიზანმიმართული აგრესიას" უწოდებს.

ესპანეთმა კატალონიის მთავრობა მას მერე დაითხოვა, რაც ავტონომიის პარლამენტმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მადრიდმა ესპანეთის კონსტიტუციის 155-ე მუხლს მიმართა, რომელიც კრიზისის დროს ცენტრალურ ხელისუფლებას ავტონომიურ რეგიონებზე პირდაპირი კონტროლის დამყარების შესაძლებლობას აძლევს.

პუჩემონტი ამბობს, რომ ის და მისი გადაყენებული მთავრობა აპირებს თავისუფალი ქვეყნის აშენებას და სურს დაამყაროს მშვიდობიანი, ურთიერთპატივისცემასა და ძმობაზე დაფუძნებული ურთიერთობები მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან, მათ შორის ესპანეთთან.

კომენტარები